პრეზიდენტი იოჰანეს ჰანს შეხვდა

04 მაი 2017

გიორგი მარგველაშვილი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარ შეხვდა. დახურულ კარს მიღმა მხარეებმა  საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მიმართულებები, ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულება, ასოცირების შეთანხმების შემდგომი მნიშვნელოვანი ნაბიჯი და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება განიხილეს.

შეხვედრაზე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტისთვის მზადების საკითხსა  და  საკონსტიტუციო რეფორმების შესახებაც  გამახვილდა ყურადღება.