ალექსანდრ ვუჩიჩი ჰოსპიტალში მოათავსეს

03 მაი 2025

სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ ვუჩიჩი, რომელმაც ჯანმრთელობის გამო აშშ-ში ვიზიტი შეწყვიტა, ბელგრადის სამხედრო სამედიცინო ჰოსპიტალში მოათავსეს.

აშშ-ში ვიზიტის დროს ალექსანდრ ვუჩიჩი შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც სამედიცინო დახმარება მოითხოვა და გამოკვლევის შემდეგ სერბეთში დაბრუნება გადაწყვიტა.

ვუჩიჩის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალები, ჯერჯერობით, არ ვრცელდება.

აშშ-ში ვიზიტის დროს ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აპირებს გამგზავრებას, რადგან ვლადიმერ პუტინს დაჰპირდა, რომ აღლუმს დაესწრება.