2 ადამიანი დაიღუპა მოსკოვში მომხდარი აფეთქების შედეგად

05 მაი 2025

მოსკოვში გაზის შესაძლო აფეთქებისა და შემდგომი ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. აფეთქების შედეგად მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა.

რუსული ტელეგრამ-არხების ინფორმაციით, ორი დაღუპული ადამიანი იმ ბინაში ცხოვრობდა, სადაც აფეთქება მოხდა.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ოფიციალურ ტელეგრამ-არხზე წერია, რომ  მეხანძრეებმა ხანძრის ჩაქრობა მოახერხეს და აფეთქების მიზეზი დგინდება.