თბილისში, სადგურის მოედანზე მკვლელობა მოხდა

05 მაი 2025

თბილისში, სადგურის მოედანზე მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.