სამცხე-ჯავახეთის ახალი სახელმწიფო რწმუნებულის წარდგენა

08 მაი 2025

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრმა კახაბერ გულედანმა სამცხე-ჯავახეთის ახალი სახელმწიფო რწმუნებული ზაალ გელაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებს წარუდგინა.

მინისტრმა ყოფილ გუბერნატორს ბესიკ ამირანაშვილს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.