80 წელი ფაშიზმზე გამარჯვებიდან | ბათუმი

09 მაი 2025

მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს ბათუმში.

აჭარის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები, ბათუმის მერი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები მეორე მსოფლიო ომის გმირის, ანატოლი კაჭარავას მემორიალთან იმყოფებოდნენ. მათ მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

ბათუმში მეორე მსოფლიო ომის ერთი ვეტერანი ცხოვრობს.