ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ევროპის დღეს უკრაინის ქალაქ ლვოვში აღნიშნავენ

09 მაი 2025

ევროპის დღეს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ქალაქ ლვოვში ჩავიდნენ. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები 2 მნიშვნელოვან შეხვედრაში მიიღებენ მონაწილეობას.

მინისტრებმა ლიჩაკივის სასაფლაოზე პატივი მიაგეს რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული გმირების ხსოვნას.

ლვოვშია ჩასული ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა ანდრეი სიბიგას, კაია კალასსა და უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს შორის, სადაც უკრაინის გაძლიერების, რუსეთზე ზეწოლის გაზრდისა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის წინსვლისთვის  ერთობლივი შემდგომი ძალისხმევა განიხილეს.