სულხან თამაზაშვილმა ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენა დაათვალიერა

11 მაი 2025

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, სულხან თამაზაშვილმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან და ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ერთად ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-16 საერთაშორისო გამოფენა „EBIT 2025“ დაათვალიერა. 

ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-16 საერთაშორისო გამოფენა კომპანია Expo Batumi-ის ორგანიზებით იმართება. მასში ტურიზმის სფეროს 70-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია მონაწილეობს.