გუშინ, ბათუმში ქარის დროს დაშავებული ქალი საავადმყოფოდან გაწერეს

11 მაი 2025

გუშინ, ბათუმში ქარის დროს დაშავებული ქალი საავადმყოფოდან გაწერეს. რაც შეეხება კაცს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

წუხელ, გორგასლის ქუჩაზე ორ ადამიანს, რომლებიც ქვეითად გადაადგილდებოდნენ, ერთ-ერთი სახლის სახურავიდან ახდილი ლითონის მასალა დაეცა.

შემთხვევა პიაცას მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. დაშავებული ცოლ-ქმარი კლინიკაში გადაიყვანეს.