თბილისში, ერთ-ერთ ბარში მკვლელობა მოხდა

11 მაი 2025

თბილისში, ერთ-ერთ ბარში ახალგაზრდა კაცი მოკლეს

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. გავრცელებული ინფორმაციით, ობიექტის შიდა ტერიტორიაზე დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც 30 წლის კაცს სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.