მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია

11 მაი 2025

თბილისში, ერთ-ერთ ბარში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, 30 წლამდე ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით მოკლეს.შემთხვევა გამთენიისას მოხდა.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ, ტერიტორია ყვითელი ლენტით იყო შემოსაზღვრული. შსს-ში ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია, ბარი კი დალუქული.