გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ ჩემპიონთა ლიგა მეოთხე ადგილზე დაასრულა

12 მაი 2025

გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაზე მესამე ადგილისთვის შეხვედრა დათმო და ტურნირი მეოთხე პოზიციაზე დაასრულა.

ესპანურმა გუნდმა ბრინჯაოს მედლებისთვის მატჩი ათენის აეკ-თან დაძაბულ ბრძოლაში 73:77 წააგო. გიორგი შერმადინმა მოედანზე 24 წუთი გაატარა. მან 5 ქულა ჩააგდო და 13 მოხსნა მიითვალა.

ქართველმა თავის გუნდს ასევე 2 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება შესძინა. შეგახსენებთ, რომ „ტენერიფე“ ნახევარფინალურ მატჩში თურქულ „გალათასარაისთან“ დამარცხდა.