თავდაცვის მინისტრი გაეროს მინისტერიალზე

13 მაი 2025

საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ბერლინში გაეროს სამშვიდობო მისიების მინისტერიალში მონაწილეობს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დედაქალაქი გაეროს სამშვიდობო მისიების მინისტერიალს მასპინძლობს.
მინისტერიალი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეპულმა, თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა და გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა გახსნეს.
უმაღლესი დონის პოლიტიკურ ფორუმში ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი გერმანელი კოლეგის ბორის პისტორიუსის ოფიციალური მიწვევით მონაწილეობს.