თბილისში, მტკვარში მანქანა გადავარდა, მაშველებმა მდინარიდან ერთი ადამიანი ამოიყვანეს

14 მაი 2025

თბილისში, მდინარე მტკვარში მანქანა გადავარდა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, წყლიდან ერთი ადამიანი ამოიყვანეს. მათივე ცნობით, ის კლინიკაშია გადაყვანილი და კონტაქტურია.

ამ ეტაპზე უცნობია, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ავტომობილში.

შემთხვევის ადგილზე სამაშველო ოპერაცია გრძელდება.