მაშველებმა მტკვარში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს - გარდაცვლილი 21 წლის გოგოა, რომელსაც პირველი აპრილიდან ეძებდნენ

14 მაი 2025

მტკვარზე წყლის დაწევის შედეგად, მაშველებმა მდინარეში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ დაღუპული 21 წლის გოგოა.

გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა მტკვარში "მშვიდობის ხიდიდან" პირველი აპრილის ღამეს გადავარდა.