17 მაისს, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღის აღსანიშნავად, საქართველოს 10 ქალაქში საყოველთაო შეკრება მოეწყობა

15 მაი 2025

ილია მეორეს კურთხევით, 17 მაისს, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღის აღსანიშნავად, საქართველოს 10 ქალაქში 13:00 საათზე საყოველთაო შეკრება დაიწყება.

14:45 საათზე კი პარაკლისის დასრულების შემდეგ, საყოველთაო მსვლელობა დაიწყება.