პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი იწყება

06 მაი 2017

ხვალ, პირველკლასელთა რეგისტრაციის მე-2 ეტაპი დაიწყება. მშობლებს პატარების ელექტრონული რეგისტრაცია დილის 9 საათიდან, განათლებისა და კულტურის სამინისტროს  ვებ-გვერდზე შეეძლებათ.

პროცესი პირველი ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. მე-2 ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლეების  ჩასარიცხად დოკუმეტების მიღება 2 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.