იალაღებზე ელექტროსადენები  გაჰყავთ

06 მაი 2017

შუახევში, იალაღებზე დენის მიწოდებისთვის სამუშაოები ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს. ჩირუხის, თაგინურის, მერიაყელის და ყავრიანის მთებში ელექტროხაზების გასაყვანად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში  ნახევარ მილიონამდე ლარია  გათვალისწინებული.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელსაც  შპს „ ზურა 2012“ ახორციელებს, ივლისში უნდა დასრულდეს.  შუახევში 24 მთაა. იალაღებზე მემთეურები მაისის ბოლოდან იწყებენ  გასვლას.