15 მაი 2025
სოფელ ფოლადაანთკარში მეზობელი ქალის მკვლელობის და მისი შვილის მკვლელობის მცდელობის საქმეზე ბრალდებულს 20-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
პროკურატურის ცნობით, რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.