სამმხრივი შეხვედრა სტამბოლში ადგილობრივი დროით 12:30-ზეა დაგეგმილი

16 მაი 2025

რუსეთის, უკრაინისა და თურქეთის დელეგაციებს შორის სამმხრივი შეხვედრა სტამბოლში ადგილობრივი დროით 12:30 საათზე დაიგეგმა. ინფორმაციას რუსულ მედიას თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წყარო უდასტურებს.

მედიის ინფორმაციით, დელეგაციების შეხვედრამდე ერთმანეთს თურქეთის, აშშ-სა და უკრაინის წარმომადგენლები შეხვდებიან.

ასევე ჯერჯერობით უცნობია გაიმართება თუ არა ოთხმხრივი შეხვედრა რუსეთს, უკრაინას, აშშ-სა და თურქეთს შორის.