16 მაი 2025
დასავლეთ საქართველოში მავნებლის საწინააღმდეგო სპეციალური სადგურების და მონიტორინგის სისტემების დამონტაჟების სამუშაოები ტარდება. სპეციალისტები უკვე განთავსებული ხაფანგების მეშვეობით ადგენენ მავნებლის რაოდენობას.
შედეგების ანალიზის საფუძველზე იგეგმება კონტროლის ღონისძიებები.
„მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურების განთავსებასთან ერთად ტარდება წერტილოვანი შეწამვლა ცივი შესხურების მეთოდით.