შეხვედრა სტუდენტებთან

16 მაი 2025

ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა. თეა ახვლედიანი სხვადასხვა უნივერსიტეტისა და პროფესიული სასწავლებლის 150-მდე სტუდენტს შეხვდა.

უწყების ინფორმაციით, მინისტრმა ისაუბრა როგორც სამშვიდობო ინიციატივებში, ასევე სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში ახალგაზრდების მონაწილეობისა და როლის გაზრდის მნიშვნელობაზე, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.