გიორგი მურვანიძე ბათუმის მეეზოვეებსა და მებაღეებს შეხვდა

16 მაი 2025

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მურვანიძე ბათუმის მეეზოვეებსა და მებაღეებს შეხვდა - ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, მერის მოვალეობის შემსრულებელი ადგილზე გაეცნო მუშაობის სპეციფიკას და პირადად მოისმინა მათი საჭიროებები.