რუსმა სამხედროებმა სუმის ოლქში მიკროავტობუსი დაბომბეს - დაიღუპა 9 ადამიანი

17 მაი 2025

რუსმა სამხედროებმა სუმის ოლქის ქალაქ ბელოპოლიეს შეუტიეს. დაბომბვაში მოყვა სამარშრუტო ტაქსი - დაიღუპა 9 და დაშავდა 4 ადამიანი. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ერთ-ერთი დრონი მიკროავტობუსს მოხვდა, რომელსაც მგზავრები გადაჰყავდა.

„მტერმა სამოქალაქო სატრანსპორტო საშუალებას დაარტყა. ადგილზე სამაშველო სამსახურები და ექიმები იმყოფებიან“, - აცხადებს სუმის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე, ოლეგ გრიგოროვი.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა სამგზავრო მიკროავტობუსს Lancet-ის ტიპის დრონით დაარტყეს.