06 მაი 2017
ბათუმში პირველად შეზღუდული შესაძლებლობის და აუტისტური სპექტრის მოქნე პირებით დაკომლექტებული საფეხბურთო კლუბი "ვორიორს ბათუმი" დაფუძნდა.
კლუბში 6-დან 15 წლამდე ბავშვები გაწევრიანდებიან და ისინი სხვადასხვა შეჯიბრში მიიღებენ ნაწილეობას. პროექტის მიზანი შეზღუდული შესაძლებლობის და აუტისტური სპექტრის მოქნე ბავშვებისთვის სპორტული უნარჩვევების განვითარება და საზოგადოებაში მათი აქტიური ინტეგრაციაა.
ბათუმში აღნიშნულ პროექტს საფეხბურთო კლუბი "ვორიორს ბათუმი“, მერიის სპორტული ცენტრი და აჭარის რეგიონული ფეხბურთის ფედერაცია ახორციელებენ.