ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული ავსტრია გახდა

18 მაი 2025

ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული ავსტრიის წარმომადგენელი, JJ გახდა, სიმღერით Wasted Love. მან 436 ქულა მიიღო. შესაბამისად, ევროვიზიის მომავალი მასპინძელი ქვეყანა ავსტრია იქნება.

საქართველოდან ჟიურის ყველაზე მაღალი შეფასება – 12 ქულა იტალიას ერგო.

საქართველოს ევროვიზია 2025-ზე მარიამ შენგელია, სიმღერით Freedom წარადგენდა.

69-ე ევროვიზიას შვეიცარიის ქალაქი ბაზელი მასპინძლობდა.