19 მაი 2025
სპეციალური საგამოძიებო სამსახური უქმდება და ის გენერალური პროკურატურის მმართველობის სივრცეში გადავა. ცვლილება პარლამენტში დაადასტურეს.
დამატებითი დეტალები მას შემდეგ გახდება ცნობილი, როცა საკანონმდებლო ორგანოს ბიუროს წარედგინება საკანონმდებლო ინიციატივა, რომელშიც დეტალურად იქნება განმარტებული ცვლილებების საჭიროება და ფორმები.
შეგახსენებთ, 2022 წელს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შემდეგ, მის ნაცვლად ორი უწყება - სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური შეიქმნა.