საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დღეს მედიისა და გამოხატვის თავისუფლების უხეში დარღვევის ფაქტებზე ჟურნალისტები ისაუბრებენ

20 მაი 2025

საქართველოს პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა რამდენიმე წუთში განახლდება. დღეს  განსახილველი საკითხია მედიისა და გამოხატვის თავისუფლების უხეში დარღვევის ფაქტები. სხდომაზე მიწვეულები არიან: გიორგი იაკობაშვილი, ვახტანგ ხუზმიაშვილი, გიორგი მამაცაშვილი, ბექა სივსივაძე და ბონდო მძინარაშვილი.