„ბოლო ზარი“ პენიტენციურ დაწესებულებაში - სკოლა 9 მსჯავრდებულმა დაასრულა

20 მაი 2025

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ორგანიზებით №11 დაწესებულების მსჯავრდებულებს სკოლის დასრულება მიულოცეს. 

დაწესებულებაში საჯარო სკოლა 9 მსჯავრდებულმა დაამთავრა. ბოლო ზარის ღონისძიებაზე მოეწყო მსჯავრდებულთა ნამუშევრების გამოფენაც.

დაწესებულების ყველა მსჯავრდებულს, რომლებმაც სკოლა წელს დაამთავრეს, საჩუქრები გადაეცა.