თეა ახვლედიანი პარლამენტში

21 მაი 2025

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს თეა ახვლედიანს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის სხდომაზე მოუსმინეს.
სახელმწიფო მინისტრმა დეპუტატებს კომისიის დახურულ სხდომაზე შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის მიმდინარეობა და სამომავლო ხედვა გააცნო.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა სამშვიდობო პროცესში ახალგაზრდობის ჩართულობისა და როლის გაძლიერებაზე.