საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ნიკოლოზ ფალიანის დაღუპვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

22 მაი 2025

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ნიკოლოზ ფალიანის დაღუპვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შეტყობინების შესვლიდან უმოკლეს დროში განხორციელდა ძებნა-შველის ღონისძიებები.

"საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში შემოსული ინფორმაციის საფუძველზე, სვანეთში, უშბის მთაზე ქვეითად გადაადგილდებოდა 4 პიროვნება, რომელთაგან ერთ-ერთი მათგანი გადავარდა სიმაღლიდან.

უწყების ცნობით, უმოკლეს დროში, მეხანძრე-მაშველების მიერ მოხდა ძებნა-შველის ღონისძიების დაგეგმვა და თბილისიდან გაფრინდა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების ჯგუფთან ერთად.

მეხანძრე-მაშველების მიერ, 3600 მეტრის სიმაღლეზე, სამაშველო ღონისძიების ფარგლებში მოხდა 3 პიროვნების უვნებლად აყვანა ვერტმფრენში და გარდაცვლილი პიროვნების ცხედრის ნახვა.

გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი ჩასვენებულია მესტიაში"- აღნიშნულია განცხადებაში.