აქცია ბათუმში

22 მაი 2025

საპროტესტო აქცია გრძელდება ბათუმში, აქციის მონაწილეები საკონსტიტუციო სასამართლოსთან 19 საათიდან იკრიბებიან, მოთხოვნები კვლავაც უცვლელია, ქვეყანაში ჩატარდეს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციაზე დაკავებული მოქალაქეები.