ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი

07 მაი 2017

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 1 მილიონ 185 ათას 825 ლარით იზრდება . დღეს ჯანდაცვის მინისტრმა  საზოგადოებას საჯაროდ  2018-2021 წლების საშუალოვადიანი გეგმა გააცნო . ზაალ მიქელაძემ მომავალ წელს გასახორციელებელ პრიორიტეტებზე ისაუბრა.  

სამინისტრო სულ  31 პროგრამის განხორციელებას გეგმას, აქედან 7 ახალი პროგრამა იქნება.   შეხვედრის მეორე ეტაპი დისკუსიის ფორმატში წარიმართა. ბიუჯეტის პროგრამული ნაწილისთვის  12 მილიონ 805 ათას 515 ლარს გამოყოფენ.  სამინისტროს ბიუჯეტი კი 15 მილიონ 748 ათას  725 ლარი იქნება.