საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის ემზადება 

23 მაი 2025

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ დაიწყო.

ჩვენი გუნდი 30 მაისს ანდორას ესტუმრება, 3 ივნისს კი „მიხელ მესხი 2“-ზე კვიპროსს უმასპინძლებს.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ირის ანტმანმა ამ შეხვედრებისთვის 24 ფეხბურთელი გამოიძახა. დისკვალიფიკაციის გამო ანდორასთან მატჩს თეონა ბაქრაძე გამოტოვებს.