წყალდიდობა ავსტრალიაში - დაიღუპა 4 ადამიანი

23 მაი 2025

4 ადამიანი დაიღუპა ავსტრალიაში ძლიერი წყალდიდობის შედეგად. ერთ-ერთი კაცის ცხედარი წყლით დაფარულ ავტომობილში იპოვეს. საგანგებო სამსახურების  ინფორმაციით რამდენიმე ქალაქი, დაახლოებით 50 ათასი ადამიანი გარესამყაროს არის მოწყვეტილი.

დახურულია 100-ზე მეტი სკოლა.  ძლიერი წვიმა 3 დღის წინ დაიწყო და დააზიანა ათასობით სახლი.

ყველაზე მეტად დაზარალდა ახალი სამხრეთ უელსის შტატის, ჯანტერისა და მიდ ნორთ ქოსტის რეგიონების დასახლებები. ამ დრომდე ადიდებულია მდინარეები.