აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სომხეთის გენერალურ კონსულს შეხვდა

23 მაი 2025

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი სომხეთის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს, ნარინე მათოსიანს შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა საქართველო-სომხეთის მეგობრულ  და პარტნიორულ ურთიერთობებზე ისაუბრეს.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ეკონომიკისა და ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას.