სანდრო ბაზაძე მადრიდის მსოფლიო თასის გამარჯვებულია

24 მაი 2025

ქართველი ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძე, მადრიდში სენიორებს შორის გამართული მსოფლიო თასის Villa de Madrid-ის ჩემპიონია. ქართველმა ფინალში თურქი ენვერ ილდირიმი 15:8 დაამრაცხა.

ფინალურ შეხვედრამდე პარამოფარიკავემ იტალიელი, რუმინელი, ჩინელი და ფრანგი მოწინააღმდეგეები დაამარცხა. ნახევარფინალში კი კორეელ მეტოქეს 15:13 სძლია.

სპორტსმენები ტურნირზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.