რუსთაველის ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენასთან დაკავშირებით, შეიცვალა მუნიციპალური ავტობუსების სამარშრუტო ხაზები - ბათუმის მერია

25 მაი 2025

ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე დემეტრე თავდადებულის ქუჩიდან მელიქიშვილის ქუჩამდე მონაკვეთში სატრანსპორტო მოძრაობა აღდგა.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, რუსთაველის ქუჩის რეაბილიტირებული ნაწილის გახსნასთან დაკავშირებით, შეიცვალა მუნიციპალური ავტობუსების სამარშრუტო ხაზები:

#1 - ხიმშიაშვილის ქ. - გორგილაძის ქ. - მელიქიშვილის ქ. - რუსთაველის ქ. - გოგებაშვილის ქ.

 

#1ა - გოგებაშვილის ქ. - რუსთაველის ქ. - მელიქიშვილის ქ. - გორგილაძის ქ. - ხიმშიაშვილის ქ.

 

#7 - გრიბოედოვის ქ. - გორგილაძის ქ. - მელიქიშვილის ქ. - რუსთაველის ქ. - თავდადებულის ქ.

 

#7ა - თავდადებულის ქ. - რუსთაველის ქ. - მელიქიშვილის ქ. - გორგილაძის ქ. - გრიბოედოვის ქ.

 

#10 და #10ა - ხიმშიაშვილის ქ. - გორგილაძის ქ. - მელიქიშვილის ქ. - გოგებაშვილის ქ. -

 

უკუმიმართულება იგივე.

 

#11 და #15 - სრულიად უბრუნდებიან ძველ მარშრუტებს.