სხვადასხვა ქვეყნის ღირსშესანიშნაობები საქართველოს დროშის ფერებში განათდა

26 მაი 2025

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მსოფლიოს მასშტაბით საქართველოს დროშის ფერებში განათდა არაერთი ძეგლი: დელიში, ინდოეთში საქართველოს დროშის ფერებში განათდა უძველესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი "ქათაბ მინარი", ანკარის ერთ-ერთი სიმბოლო - „ტყუპებად” წოდებული თურქეთის პალატებისა და ბირჟების გაერთიანების „TOBB“ შენობა; სტამბოლში მოწამეთა ხიდი; ბაქოს ოლიმპიური სტადიონი; კვიპროსში ნიქოზიის მუნიციპალიტეტის ძველი მერიის შენობის ფასადი და ცენტრალური პარკი; ზაგრების ცენტრალური შადრევნები.

სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეს წმინდა ურბანის სახელობის სამრეკლო კოშკი და ისრაელში, რამათ-განში - მოშე ავივის კოშკი განათდა საქართველოს დროშის გამოსახულებით.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა კუბის ქალთა კამერულმა გუნდმა. ეროვნული დღე აღნიშნეს გერმანიაშიც.