ვეტერანთა ტურნირი 

26 მაი 2025

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ბათუმის სპორტული ცენტრის ინიციატივით გაიმართა ტრადიციული სპორტული თამაშები ვეტერანთა შორის.

შეჯიბრება სპორტის ექვს სახეობაში შედგა, ესენია: მაგიდის ჩოგბურთი, ნარდი, დარტსი, შაში, ბადმინტონი და ჭადრაკი. ტურნირი მამაკაცთა და ქალთა შორის ჩატარდა.

გამოვლინდნენ გამარჯვებულები და პრიზიორები, რომლებსაც მედლებთან, თასებთან და სიგელებთან ერთად ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.