დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 17:10 საათზე საქართველოს ჰიმნი აჟღერდა

26 მაი 2025

საქართველო დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ქვეყნის მასშტაბით, 17:10 საათზე საქართველოს ჰიმნი აჟღერდა.

ეროვნული დღესასწაული დედაქალაქსა და მთელ ქვეყანაში სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები წელს საქართველოს 21 ქალაქში იმართება.

ეროვნულ დღესასწაულზე სამხედრო ფიცი 700-მდე წვევამდელმა დადო. ფიცის დადების ცერემონია თბილისის გარდა, კიდევ 5 ისტორიულ ადგილას გაიმართა.