სამარცხვინო თავდასხმა ქართველ ხალხზე და ქართულ სახელმწიფოზე მისი ეროვნული დღესასწაულის დღეს - პაპუაშვილი ემანუელ მაკრონის, ფრიდრიხ მერცისა და დონალდ ტუსკის ერთობლივ განცხადებაზე

26 მაი 2025

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ემანუელ მაკრონის, ფრიდრიხ მერცისა და დონალდ ტუსკის ერთობლივ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„სამარცხვინო თავდასხმა ქართველ ხალხზე და ქართულ სახელმწიფოზე მისი ეროვნული დღესასწაულის დღეს“, - წერს შალვა პაპუაშვილი.

მაკრონი, ტუსკი და მერცი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებენ, სადაც აღნიშნულია: „საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აღადგინოს დიალოგი ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან, ქართველ ხალხს არ უნდა წაერთვას ქვეყნის ევროპულ ტრაექტორიასთან დაკავშირებული შესაძლებლობები“.