შსს-ში აცხადებენ, რომ ვაჟა სირაძისა და ზვიად ხარაზიშვილის მიერ თანამდებობების დატოვების შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება

28 მაი 2025

შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ და შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორმა ზვიად ხარაზიშვილმა თანამდებობა დატოვეს.

შსს-ს ცნობით, სირაძეც და ხარაზიშვილიც საქმიანობას დაკავებულ თანამდებობებზე ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ.