ქართველი პარატაეკვონდისტების ოთხი მედალი

29 მაი 2025

ბრაზილიის ქალაქ რიოში გამართულ G-2-ის კატეგორიის ღია ტურნირზე პარატაეკვონდოში წარმატებით იასპარეზეს საქართველოს ნაკრების წევრებმა, რომლებმაც სხვადასხვა სინჯის ოთხი მედალი მოიპოვეს.

ოლიმპიური ბრინჯაოს მედალოსანი ანა ჯაფარიძე ტურნირის გამარჯვებული გახდა.

ვიცე-ჩემპიონის ტიტული ლია ჩაჩიბაიამ და გიორგი ნიკოლაძემ მოიპოვეს, ნატა ოჩიგავა კი ბრინჯაოს დასჯერდა.