რუსეთის იერიში ხარკოვზე - დაშავებულებს შორის არიან ბავშვები

30 მაი 2025

ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქსა და ქალაქზე დრონებით მიიტანეს იერიში. დაშავდა 9 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი.

ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის განცხადებით, რუსული დრონებით მასიური თავდასხმა განხორციელდა ქალაქ სლობოდსკოის რაიონში მდებარე ერთ-ერთი მუნიციპალური საწარმოს ტერიტორიაზე.

მიმდინარეობს ზარალის მონაცემების დაზუსტება. დარტყმის ადგილზე გაჩნდა ხანძარი.