მეორე მსოფლიო ომის გმირები გაიხსენეს ქობულეთში

08 მაი 2017

ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს ქობულეთში. მოსახლეობამ  დაბა ოჩხამურში შინმოუსვლელთა მემორიალი და ქობულეთში ძმათა სასაფლაო ყვავილებით ოფიციალურ პირებთან ერთად შეამკო. ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან ომში 6 000 ადამიანი მონაწილეობდა. მათ შორის - 240 ქალი. ომმა 1418 ქობულეთელი მებრძოლი შეიწირა.

გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიერ „ომის მონაწილეებზე და დაღუპულთა ოჯახის წევრებზე დახმარების პროგრამიდან“ 3100 ლარი გამოიყო. მეორე მსოფლიო ომის 5 ვეტერანს 500-500 ლარი,  დაღუპულთა ოჯახის წევრებს კი 200-200 ლარი გადაეცათ.