ღაზაში დახმარების ცენტრთან გახსნილ ცეცხლს 26 ადამიანი ემსხვერპლა

01 ივნ 2025

ისრაელელმა სამხედროებმა რაფაჰში ჰუმანიტარული დახმარების ცენტრთან მყოფ პალესტინელებს ცეცხლი გაუხსნეს. „ბიბისის“ ცნობით, მომხდარის შედეგად დაიღუპა 26 ადამიანი, დაშავებულია 150 პირი.

გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის მხარდაჭერით შექმნილი ჰუმანიტარული დახმარების განაწილების ცენტრთან პალესტინელები ადგილობრივი დროით 04:30-ზე შეიკრიბნენ, რა დროსაც ისრაელელი სამხედროები და ტანკები გამოჩნდნენ.

მათ ცეცხლი გაუხსნეს ადგილზე შეკრებილ პალესტინელებს.