მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში ავარიების რაოდენობა 20%-ით გაიზარდა

02 ივნ 2025

მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა 112 და დაზიანდა 1 763 ადამიანი, რაც იმას ნიშნავს, რომ დაღუპულთა და საგზაო შემთხვევათა რიცხვი 20%-ით არის გაზრდილი გასულ წელთან შედარებით - განაცხადა „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარემ.

რაც შეეხება გამომწვევ მიზეზებს და დარღვევებს, ფეხით მოსიარულეთა მიმართულებით წამყვანი იყო დარღვევების ოდენობა.

ასევე, წამყვან ფაქტორად რჩება სიჩქარის გადაჭარბება.