შორ მანძილზე მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანის აკრძალვა გადავადდა

02 ივნ 2025

რეგულაციის ამოქმედება, რომლის მიხედვითაც საქართველოში, 150 კმ-ზე მეტ მანძილზე მგზავრთა გადაყვანა მიკროავტობუსებით იკრძალებოდა, ნახევარი წლით გადაიდო.

რეგულაციის ამოქმედების თარიღში შესაბამისი ცვლილება „ავტოსადგურისა და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ ტექნიკურ რეგლამენტში შევიდა.

დოკუმენტის მიხედვით, რეგულაცია 2026 წლის 1-ელი იანვრიდან უნდა ამოქმედდეს.