ირაკლი კობახიძე სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებით პარლამენტს 27 ივნისს მიმართავს

02 ივნ 2025

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებით პარლამენტს 27 ივნისს მიმართავს. დოკუმენტი წერილობითი ფორმით დღეს ბიუროს სხდომას წარედგინა.

რეგლამენტის მიხედვით, პრემიერ-მინისტრი ვალდებულია, წელიწადში ერთხელ, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების ბოლო თვეში პარლამენტს სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენება წარუდგინოს.